სერვისის აღწერა
01ვინილის საფარების მოწყობა
ჩვენი 30 წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი გთავაზობთ ვინილის საფარების მოწყობას სხვა და სხვა ტიპისა და სპეციფიკის მასალითა და ტექნოლოგიით.
02ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ
- ვინილის საფარის თქვენი შენობის სპეციფიკისა და ფუნქციონალური დანიშნულების შესაბამისად შერჩევას;
- დამკვეთის ბიუჯეტის გათვალისწინებით ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის მასალების მოწოდებას;
- სამუშაოების შესრულებას ოპტიმალურ დროში მაღალ პროფესიონალურ დონეზე - გარანტიით.
ჩვენს ჯგუფს აქვს ინდუსტრიულ, სამედიცინო, კომერციულ და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე უახლესი ტექნოლოგიის მასალებითა და მეთოდებით ვინილის იატაკისა და კედლის საფარების მოწყობის დიდი გამოცდილება.
სამედიცინო, ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულების ობიექტებზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიგიენას. ჰიგიენური გარემოს შექმნისათვის, კი უმნიშვნელოვანესია იატაკებისა და კედლების მოსაპირკეთებელი მასალების სწორად და დანიშნულებისამებრ შერჩევა. თანამედროვე ჰიგიენური მასალებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ვინილის(PVC) საფარები როგორც იატაკების, ასევე კედლებისთვის. პირველ ეტაპზე ხორციელდება იატაკის საფუძვლის მომზადება, ხოლო შემდეგ დანიშნულებისამებრ შერჩეული(ჰეტეროგენური, ჰომოგენური, ელექტროგამტარი) ვინილის საფარის მოწყობა, რომელიც შესაძლებელია იყოს რულონების ან ფილების სახით.
ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ობიექტის ფუნქციონალური დატვირთვის შესაბამისად ვინილის საფარის ტიპის შერჩევას, მის მოწოდებასა და მოწყობას.

03ჩვენ გთავაზობთ იატაკის შემდეგ სახეობებს
- რბილი იატაკი რულონური ტიპის
- რბილი იატაკის ფილები
- ვინილის იატაკის საფარი რულონებში
- ვინილის იატაკის ფილები
- დეკის იატაკი
- იმიტირებული იატაკი
- ლამინირებული პარკეტი (ლამინატი)
- ნატურალური ხის იატაკი
- კერამიკული და კერამგრანიტის ფილები
- ინდუსტრიული იატაკები
ფოტოები
12 ფოტო

