მთავარ კონტენტზე გადასვლა

სერვისი

ტექსტილის ჰაერსადენები

ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ევროპიდან ჩამოიტანა ტექსტილის ჰაერსადენები — სწრაფი დამზადება, მიწოდება და მონტაჟი, უფრო დაბალი საბოლოო ფასი.

სერვისი მოიცავს

  • ✓კონსულტაციებს
  • ✓რეკომენდაციებს

32 ფოტო

სერვისის აღწერა

აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ჩამოიტანა ევროპიდან ტექსტილის ჰაერსადენები და დაამონტაჟა რიგ ინდუსტრიულ ობიექტებზე. ჩვენ ვართ ტექსტილის ჰაერსადენების მწარმოებელი ყველაზე მოწინავე ევროპული საწარმოს პარტნიორები და წარმომადგენლები საქართველოში.

  • უსწრაფესი დამზადება და ლოჯისტიკა: ტექსტილის ჰაერსადენები მზადდება უსწრაფესად და მათი ლოჯისტიკაც ხორციელდება უსწრაფესად. ისინი დამზადების შემდეგ ლაგდება კომპაქტურ ყუთებში და მათი ძალიან დაბალი წონის გამო (100-დან 300 გრამამდე 1მ²-ზე) მოწოდება ხორციელდება თვითმფრინავით.
  • სწრაფი და მარტივი მონტაჟი: მონტაჟი ხორციელდება კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად.
  • უადვილესი სერვისი: თავისი სპეციალური სამაგრი სისტემიდან ჰაერსადენების მოხსნა ხორციელდება ისევე მარტივად, როგორც სრიალა კარნიზებიდან იხსნება ფარდები, შემდეგ სარეცხ მანქანაში ირეცხება და ასევე მარტივად (ფარდებივით) შესრიალდება თავისი სამაგრი სისტემის სრიალა (Slider) პროფილზე (რელსზე) ან ბაგირზე (ტროსზე). ამისთვის დაგჭირდებათ 10 წუთი.
  • უფრო იაფი საბოლოო ჯამში: ტექსტილის ჰაერსადენები თავისი ლოჯისტიკიან, მონტაჟიანად ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე მეტალის ან კომპოზიტური (სენდვიჩის ტიპის) ჰაერსადენები — იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი მეტალის ან სენდვიჩის ჰაერსადენების საწარმო.
  • იაფდება ვენტილაციის მთლიანი პროექტი: საგრძნობლად მცირდება ჰაერის მოდინებითი აგრეგატების სიმძლავრეები, არ ჭირდება ჰაერსადენების თბოიზოლირება, ასევე არ ჭირდება ცხაურები, დიფუზორები, სარქველები და მსგავსი ჰაერტექნიკური ელემენტები, რადგან ამ ტიპის ჰაერსადენებიდან ჰაერის განაწილება სხვა პრინციპით ხორციელდება.

დეტალური ინფორმაცია ტექსტილის ჰაერსადენების სპეციფიკისა და მახასიათებლების შესახებ იხილეთ ჩვენსავე ვებგვერდზე, პროდუქტების განყოფილებაში, ან დაგვიკავშირდით.

ფოტოები

32 ფოტო

1 / 32⤢ გადიდება

გჭირდებათ სამუშაოების შეფასება?

მიუთითეთ პროდუქტი და რაოდენობა — მოგაწოდებთ მიმდინარე ფასს და მოწოდების ვადას.