პროდუქტი
შეკიდული ჭერი
ნებისმიერი ტიპის, მათ შორის Clip inn; Lay inn; Grilatto, ასევე ინდუსტრიული, თაბაშირ-მუყაოს და სხვა ტიპის პანელოვანი ჭერები.
- ✓მოწოდება
- ✓მონტაჟი
- ✓სერვისი
ფასი და მოწოდების ვადა
01აღწერა
დეტალური ინფორმაცია
ჭერიც არის და ჭერიც
ამოუწურავია ჭერის თემა თავისი მრავალფეროვნების გამო, მითუმეტეს, რომ დღევანდელ დღეს ჭერს უბრალო გადახურვისა და დეკორის ფუნქციის გარდა მრავალი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეემატა. თანამედროვე შენობებში ინტერიერის ეს მნიშვნელოვანი ელემენტი მთელ რიგ ტექნოლოგიებს მოიცავს, როგორებიც არის: თბო და ბგერითი იზოლაცია, ენერგიის დაზოგვა, ხმაურის ჩახშობა, განათების ეფექტის გაზრდა, ჰიგიენა და ბოლოს და ბოლოს შეკიდულ ჭერს მიღმა შეგვიძლია დავმალოთ ყველა და ნებისმიერი საინჟინრო კომუნიკაცია. ფუნქციონალური დატვირთვისა და შესახედაობის მიხედვით შესაძლებელია შეირჩეს სხვადასხვა ტიპისა და მასალის ჭერი.
ჭერის შესყიდვამდე დაგვიკავშირდით
იმისათვის, რომ თქვენი ახალი ჭერი ზუსტად აკმაყოფილებდეს როგორც თქვენს გემოვნებას, ასევე თქვენს ტექნიკურ მოთხოვნებს – დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდის პროფესიონალი სპეციალისტი დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. ჭერის ტიპის, კონსტრუქციისა და მასალის შერჩევა პირველ რიგში შენობის დანიშნულებიდან და ფუნქციიდან გამომდინარე ხდება. ჭერის ტიპიდან გამომდინარე ხდება მისი კონსტრუქციის განსაზღვრა, გაანგარიშება და მთლიანობაში ჭერის მოსაწყობად საჭირო მასალების დათვლა.
გთავაზობთ ხის, მეტალის, ვინილის, კომპოზიტური, თუ იმიტირებული მასალისაგან დამზადებული ჭერების ფართო ასორტიმენტს თქვენი ობიექტის დანიშნულებისა და ფუნქციის შესაბამისად. მასალებისა და სამუშაოს შეკვეთის შემთხვევაში რეკომენდაციები, კონსულტაცია და დაანგარიშება უფასოა.
02ასორტიმენტი
ყველა ფოტო
48 ფოტო — დააჭირეთ გასადიდებლად.
36 / 48
გჭირდებათ ფასი კონკრეტულ პროდუქტზე?
მიუთითეთ პროდუქტი და რაოდენობა — მოგაწოდებთ მიმდინარე ფასს და მოწოდების ვადას.



